Saturday, August 9, 2014

                                           მეცხრე დღე

      მოვისმინეთ შემდეგი პრეზენტაციები:

 მარიკა გოლუბიანი-"სიახლეები ჩემს რაიონში"
თამარ მაქაძე- "ტრეფიკინგი და ბავშვები"
ნაირა კვინიკაძე- "ხელოვნების ნიმუშები ხარაგაულის რაიონში"
ნანა სახვაძე- კვადრატული ფუნქცია და მოძრაობის უსაფრთხოება
აზა ბანცაძე- მარტივი მექანიზმების მ.ქ.კ.-ის განსაზღვრა
მზია კვინიკაძე- როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება მარტივი მექანიზმების დახმარებით
მზია კუპრაძე- აღმოაჩინე შენი რაიონის მუსიკალური ოჯახები
ლია რამინიშვილი- იყავი ფრთხილად

  თითოეული პროექტი აქტუალური და მეტად მნიშვნელოვანია. მოსწავლეები პროექტებზე მუშაობის პროცესში საზოგადოების, თემის წევრებთან ერთად იმუშავებენ  დასმულ პრობლემებთან მიმართებაში, გაიცნობენ ბევრ ადამიანს, გააცნობენ მათ თავიანთი პროექტის შესახებ და ჩართავენ პროექტში.    

Friday, August 8, 2014

                                                      მერვე დღე

გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო. პროცედურები შესაბამისობაში მოვიყვანეთ სტანდარტთან, მიზნებთან და მიმართულების მიმცემ კითხვებთან და შეფასებებთან გამოყენებით და დავდეთ ბლოგზე..
 ფასილიტაციისათვის შევქმენით კითხვარები გუგლფორმების გამოყენებით და დავდეთ ბლოგზე.

Thursday, August 7, 2014

                                                                მეშვიდე დღე

   გავიხსენეთ შესწავლილი მასალა მთლიანობაში. ვისწავლეთ მეექვსე მოდული. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებას. აგრეთვე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის შესახებ პრეზენტაციას.შევქმენით სხვადასხვა სწავლის სტილის მოსწავლეთა დასადგენად თვითშეფასების ფორმა და შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა დასახმარებლად.   

Saturday, August 2, 2014

                                              მეექვსე დღე


     დღეს ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება. პრეზენტაციაზე კომენტარის გაკეთება, გაზიარება და გადაგზავნა. კომენტარზე პასუხის გაცემა. ფეიჯების გაკეთება და  მოსწავლის ნიმუშისთვის შეფასების რუბრიკა შექმნა


   

მოსწავლის ნიმუში



Friday, August 1, 2014

                                                                 მეხუთე დღე



   გავეცანით რჩევებს უკუკავშირის მისაცემად. გავეცანიტ პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში მოსწავლის ნიმუშის სესაქმნელად. წყაროებისათვის შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.

Thursday, July 31, 2014

მეოთხე დღე

რეფლექსია

ვისწავლეთ რა არის შეფასების რუბრიკა, რომ ეს რუბრიკები მოსწავლეებთან  უნდა შევათანხმოთ, გავეცანით შეფასების 5 მიზანს, 4 განმავითარებელ და 1 განმსაზღვრელiშეფასებებს, თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო ჩემი პროექტისთვის. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად სფასების ფორმა ვიცი–მინდა ვიცოდე– ვისწავლე დავწერეთ რეფლექსია.

Saturday, July 26, 2014

                                                       დღე მესამე


       ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტის ატვირთვა. განახლებული ბლუმის ტაქსონომიის დოკუმენტი დაგვეხმარა მაღალი დონის სააზროვნო უნარების შესაბამისი სტანდარტის შერჩევაში. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას და ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი კითხვები.





                                                             მეორე დღე  

მოვისმინეთ  ერთმანეთის პროექტების იდეები. შევავსეთ შაბლონი. გავამზადეთ ბუკლეტი და ავტვირთეთ დრაივზე.


დღე პირველი


გავეცანით ინტელის პროექტს.გავეცანით "ვიუვერს",რომელიც არის ინტელის კურსის სახელმძღვანელო. შევისწავლეთ ტერმინი "ჩეკლისტი"რაც მოსანიშნ სიას ნიშნავს. შევისწავლეთ დოკუმენტის პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელიც  ამოწმებს თუ რა დოკუმენტი უნდა შევქმნათ და სად უნდა შევინახოთ. გავეცანით დოკუმენტს- პორტფოლიოს მახასიათებლების ჩეკლისტს,რომელიც განსაზღვრავს რა მახასიათებლები უნდა ქონდესპროექტს.გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს რომელიც უნდა  შევავსოთ მთელი ტრენინგის განმავლობაში.გავეცანით პროექტის რუბრიკას,რომელიც აფასებს პორტფოლიოში არსებულ დოკუმენტებს.